11-04-2025 16:42:25 კონფლიქტები
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ლიდერები სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
ოსური მედიის ინფორმაციით, ალან გაგლოევსა და ბადრა გუნბას შორის 10 აპრილს გამართული სატელეფონო საუბრისას მხარეები სავაჭრო შეთანხმების ძირითადი დებულებები განიხილეს. დოკუმენტის ხელმოწერა აფხაზეთში დე-ფაქტო მთავრობის ახალი შემადგენლობის სრულად დაკომპლექტებისთანავე იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს აფხაზეთის ახალი დე-ფაქტო ლიდერის - მოსკოვის ფავორიტ ბადრა გუნბას ინაუგურაცია ჩატარდა, რომელსაც რუსეთის, ნიკარაგუას, ვენესუელის ხელისუფლებების წარმომადგენლებთან ერთად, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევიც დაესწრო.