Accentnews.ge
კინზინგერი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას მიაღწევენ

კინზინგერი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას მიაღწევენ

03/03/2020 08:30:09 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევენ.

„მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. ქვეყანა რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი ერთი კვირით ადრე, სანამ [საარჩევნო სისტემის] რეფორმის კანონპროექტს კენჭი უყარეს და ის ჩავარდა. ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა ყველა მხარე გამოსავალზე მოლაპარაკებას ცდილობს. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარის მიერ გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობისადმი, პარლამენტის სპიკერისა და ოპოზიციისადმი, მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს. [...] თუ ვერ ვიხილავთ პროგრესს, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ის, რასაც გავაკეთებთ. ამას აქ [შეერთებულ შტატებში] გადავწყვეტთ. ვიტოვებ იმედს, მოძებნიან გამოსავალს დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ საქართველოში ჩასვლას. თუმცა საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“, – განაცხადა კინზინგერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S