
საქსტატი: მარტში ექსპორტი 8%-ით, ხოლო იმპორტი 14%-ით გაიზარდა
14/04/2025 08:00:30 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მარტში საქართველოს ექსპორტმა 566 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება იმპორტს, იმპორტი უფრო მეტად 14%-ით გაიზარდა და ის მარტში 1.4 მილიარდი დოლარის ტოლი იყო.
საქსტატის ცნობით, მთლიანობაში იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 619 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.2%-ით მეტია. საქართველოს ექსპორტი 1.4 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 5.7%-ით არის მომატებული, ხოლო იმპორტი 4.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით.