ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა გარდაიცვალა

14-04-2025 13:28:39 საზოგადოება ,მსოფლიო

ცნობილი პერუელი მწერალი, ნობელის პრემიიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მწერლის შვილის - ალვარო ვარგას ლიოსას განცხადებით, მან ლიმაში 13 აპრილს ოჯახის გარემოცვაში მშვიდად განისვენა.

მარიო ვარგას ლიოსა ლათინოამერიკული ლიტერატურისა და კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისი 50-მდე ნამუშევარი ნათარგმნია სხვადასხვა ენაზე, მათ შორის ქართულად. მას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია 2010 წელს გაადეცა.

ლიოსა ხშირად წერდა ავტორიტარიზმის, ძალადობის, კორუფციის თემებზე. იყო პოლიტიკურად აქტიურიც.

2022 წელს მან დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "სისხლისმსმელი დიქტატორი" უწოდა.

თავისი სიცოცლხის ბოლო წლები მწერალმა პერუსა და ესპანეთში გაატარა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები