
ტრამპის თქმით, პუტინი ომის ნომერ პირველი დამნაშავეა
14/04/2025 18:17:11 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს მიუბრუნდა საკითხს, თუ ვინ არის დამნაშავე უკრაინის ომში. მანამდე სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში მან ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დააკისრა.
14 აპრილს თეთრ სახლში ელ სალვადორის პრეზიდენტ ნაიბ ბუკელესთან შეხვედრისას ტრამპმა თქვა, რომ ომში სამი ადამიანი იყო დამნაშავე.
„მილიონობით ადამიანი დაიღუპა სამი ადამიანის გამო - ვთქვათ: პუტინი პირველია, მეორე - ბაიდენი, რომელმაც საერთოდ არ ესმოდა რა ხდებოდა და ზელენსკი.
"ბაიდენი რომ ყოფილიყო კომპეტენტური და ზელენსკი რომ ყოფილიყო კომპეტენტური და არ ვიცი იყო თუ არა... ომი არ უნდა დაშვებულიყო. ბაიდენს შეეძლო, შეეჩერებინა და ზელენსკის შეეძლო, შეეჩერებინა, მაგრამ პუტინს არასოდეს უნდა დაეწყო", - დასძინა ტრამპმა.