14-04-2025 22:25:48 საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტი ლექსო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სავარაუდოდ "ოცნების" მიერ მართული ჯგუფი თავისუფლების მოედანზე მას და მის მეგობარს დაესხნენ თავს, რის შემდეგაც მეგობარს - ლევან ყანჩაველს ოპერაცია დასჭირდა.
"სასიკვდილოდ გაგვიმეტეს ქოცებმა.
ძალიან ბევრჯერ დამესხნენ თავს და ყოველ ჯერზე მოვახერხე უდანაკარგოდ გამოვსულიყავი. ამჯერად თავისუფლების მოედანზე უკნიდან კეფისა და ნათხემის ადგილას, კასტეტისმაგვარი წვეტიანი ნივთი ჩამარტყეს თავში და ამითივე შეიარაღებულებმა მუშტი-კრივი გაგვიმართეს. საკმაოდ ბევრი ნახეთქი ჭრილობები მოგვაყენეს თავის არეში.
ჩემ ძმაკაც ლევან ყანჩაველს ოპერაცია დასჭირდა, რადგან თავის ქალა გაუბზარეს. გაბზარულ ადგილას სანტიმეტრ ნახევრიანი ტიტანის იმპლანტი ჩაუდგეს. ხვალე მივდივარ მეც კატეს გადასაღებად.
ჩვენ მალე გავმოვჯამრთელდებით და იმაზე ჩქარა ვიდრე მავანთ გონიათ, გათავისუფლებულ რეჟიმის ტყვეებთან ერთად, ავღნიშნავთ ქოცების რუსეთში გაქცევას",- წერს სამოქალაქო აქტივისტი.
ის აქვეყნებს ფოტოებსაც:
"პირველ სურათში, ჩემი კეპია რომ მიხვდეთ, დაახლოებით როგორი წვეტიანი საგანი ჩამარტყეს და იმავე საგანით გვეჩხუბნენ".