Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი: "ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე"

სალომე ზურაბიშვილი: "ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე"

03/03/2020 12:10:33 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

"ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დღეს ეწვია. მან უკვე გამართა შეხვედრა ქართველ კოლეგა გიორგი გახარიასთან. მოგვიანებით იგი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

სომხეთის სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 4 მარტს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S