17-04-2025 10:15:33 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული.
მისი თქმით, ეს ტენდენცია უცვლელია და უკრაინა სულ უფრო და უფრო მეტს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - დამოუკიდებლად და პარტნიორებთან ერთად.
„უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ძლიერი იარაღი, რათა გვქონდეს ჩვენი საკუთარი ძლიერი უკრაინული სახელმწიფო. უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ტექნოლოგიური უპირატესობა, რათა რუსეთში იცოდნენ: ჩვენ ყველა დარტყმას ვუპასუხებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.