17-04-2025 11:07:06 მსოფლიო
ღაზას ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიას მცხოვრებლებმა "ჰამასის" წინააღმდეგ აქცია გამართეს.
ისრაული მედიის ინფორმაციით, დემოსნტრაციაში ასობით ადამიანი მონაწილეობდა და თან ჰქონდათ შემდეგი შინაარსის ბანერები - "შეწყვიტეთ აგრესია", "ჩვენ გვინდა თავისუფლებაში ცხოვრება". სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "არა ტერორს! კი მშვიდობას!".
გამოცემა Times of Israel იტყობინება, რომ აქციაზე ღაზას გავლენიანი ოჯახების ლიდერებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც გასულ თვეში მიმდინარე პროტესტს მხარი დაუჭირეს.
შეგახსენებთ, რომ 26 მარტს ჰამას-ისრაელის 2023 წელს დაწყებული ომის შემდეგ ღაზის სექტორი "ჰამასის" წინააღმდეგ ყველაზე მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა.