17-04-2025 14:14:53 ევროპა
პირველად ისტორიაში, ჩეხეთი მთლიანად დამოუკიდებელი გახდა რუსული ნავთობის მიწოდებისგან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ხუთშაბათს, 17 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,იტყობინება ČTK .
როგორც აღინიშნა, ეს მოხდა TAL ნავთობსადენის სიმძლავრის მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ, რომელიც მიწოდებას დასავლეთიდან ახორციელებს.
მილსადენით მიწოდებული ნავთობის პირველი გაზრდილი მოცულობა უკვე მივიდა ჩეხეთის რესპუბლიკის ნავთობის ცენტრალურ საცავში, - განაცხადა ფიალამ.
ახლა ჩეხეთს შეუძლია დასავლეთის მილსადენებიდან წელიწადში 8 მილიონ ტონამდე ნედლი ნავთობის ამოტუმბვა, რაც სრულად დაფარავს ჩეხური გადამამუშავებელი ქარხნების მოხმარებას.
"ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი ენერგო დამოუკიდებლობისკენ", - განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ იანვარში ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მთლიანად გადაერთოს ნავთობის მიწოდების დასავლურ მარშრუტზე TAL და IKL ნავთობსადენების წყალობით.
მანამდე ფიალამ თქვა, რომ ჩეხეთი რუსეთის ნავთობზე დამოკიდებულებისგან არაუგვიანეს 2025 წლის შუა რიცხვებისთვის განთავისუფლდებოდა.