პოლონეთი ლატვიაში სამხედრო კონტინგენტს ზრდის

17-04-2025 20:15:36 ევროპა

პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გამოაცხადა ლატვიაში დისლოცირებული პოლონელი ჯარისკაცების რაოდენობის გაზრდის გეგმები. ინფორმაციას RMF24 ავრცელებს.

კონტინგენტი ამჟამად დაახლოებით 190 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. მას დაემატება 40 ჯარისკაცი, რომლებიც დაკავშირებულია ქიმიურ ძალებთან, ხოლო ლატვიაში ჯამური სამხედრო კონტინგენტი 300 ჯარისკაცს მიაღწევს, განაცხადა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ლატვიის თავდაცვის მინისტრ ანდრის სპრუდსთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე კოსინიაკ-კამისმა ასევე ხაზი გაუსვა პოლონეთისა და ლატვიის ერთობლივ გეგმებს, ინვესტირება განახორციელონ თავდაცვის ინდუსტრიაში. ეს თანამშრომლობა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ორივე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, არამედ ნატოს მთელი აღმოსავლეთ ფლანგის.

მინისტრმა ასევე გაიხსენა ლატვიის პარლამენტის გადაწყვეტილება ოტავას კონვენციიდან გამოსვლის შესახებ, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას და წარმოებას. მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯების გადადგმას პოლონეთიც აპირებს:

„ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ერთად, ისევე როგორც ფინეთთან ერთად, ნატოს მთელი აღმოსავლეთი ფლანგი პოლონეთის ჩრდილოეთით იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - ხაზგასმით აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა.

ცალკე ყურადღება დაეთმო ე.წ. ჩრდილოვან ფლოტთან მიმართებით, ანუ გემებთან, რომლებიც არღვევენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოებას, ერთობლივი ალგორითმის შემუშავების აუცილებლობას.

როგორც ცნობილია, პოლონეთს "აღმოსავლეთ ფარის" პროექტის ფარგლებში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების განთავსება სურს რუსეთსა და ბელორუსის საზღვრებზე.

ლიეტუვა ასევე განიხილავს რუსეთისა და ბელორუსიის საზღვრებზე ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების დაყენების შესაძლებლობას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები