ფლორიდის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

18-04-2025 10:01:14 მსოფლიო

ფლორიდის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც ფლორიდის შტატის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ ტალაჰასიში მდებარეობს, სროლას მსხვერპლი მოჰყვა.

პოლიციის ინფორმაციით, ორი ადამიანია მოკლული და ექვსი დაჭრილი.

მისი ცნობით, კამპუსში მყოფებს ესროლა 20 წლის ფინიქს აიკნერმა, რომელიც ადგილობრივი შერიფის მოადგილის, ჯესიკა აიკნერის ვაჟია. ის შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციელებმა საპასუხო სროლის შედეგად დაჭრეს და ამჟამად საავადმყოფოშია.

აიკნერი, რომელიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტია, დედის ცეცხლსასროლი იარაღით მოქმედებდა. დანაშაულის მოტივი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები