
პროტესტის 142-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია
18/04/2025 18:42:08 საზოგადოება
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი 142-ე დღეა, მიმდინარეობს.
დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.