ზელენსკი: რუსეთმა "სააღდგომო ზავი" დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დაარღვია

21-04-2025 11:07:46 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა სააღდგომო ზავი დღის განმავლობაში 2 935-ჯერ დაარღვია.

"რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირების დარღვევის საერთო რაოდენობამ დღის განმავლობაში 2 935-ს მიაღწია. ყველაზე მეტი დაბომბვა და თავდასხმები პოკროვსკის მიმართულებით მოხდა. რუსეთის მიერ სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დაპირება კურსკის მიმართულებაზეც არ გავრცელებულა“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე რუსეთის მხრიდან თავდასხმის 96 შემთხვევა დაფიქსირდა, უკრაინის პოზიციები კი 1 882-ჯერ დაიბომბა.

„უკრაინის ქმედებების ხასიათი სიმეტრიული დარჩება: ცეცხლის შეწყვეტას ცეცხლის შეწყვეტით ვუპასუხებთ, ხოლო რუსეთის დარტყმებს ჩვენივე თავდაცვითი პასუხით. ქმედებები ყოველთვის სიტყვებზე უფრო ხმამაღლა მეტყველებს“, - წერს ზელენსკი.

რუსეთმა ცეცხლის დროებით შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 20 აპრილს ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები 444-ჯერ დაცხრილეს და დრონებით 900 დარტყმა განახორციელეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები