
ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
22/04/2025 06:25:18 საზოგადოება
მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობაინიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზურაბ წერეთელი თბილისში დაიბადა. მან 1950-იანი წლების ბოლოს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
1960-იანი წლებიდან წერეთელი ძირითადად, რუსეთში მუშაობდა. იყო მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის მთავარი მხატვარი, საბჭოთა კავშირის, რუსეთის, საფრანგეთის და "იუნესკოს" არაერთი მაღალი ჯილდოს მფლობელი და არაერთი მასშტაბური პროექტის ავტორი. მათ შორისაა მოსკოვის მაცხოვრის ტაძრის აღდგენა, გამარჯვების მემორიალი, პეტრე პირველის ქანდაკება და ა.შ.
რუსეთის ფედერაციისადმი დამსახურების გამო 2003 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზურაბ წერეთელს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.
იგი იყო, მათ შორის ლენინის, პიკასოს და ხალხთა მეგობრობის ორდენების ლაურეატი.
ზურაბ წერეთელი 1997 წლიდანდღემდე რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
2006 წლის 23 ნოემბერს თბილისის თავისუფლების მოედანზე აღმართეს წმინდა გიორგის ქანდაკება, რომელიც ავტორმა ზურაბ წერეთელმა თბილისს „ვარდების რევოლუციის” შემდეგ აჩუქა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021