Accentnews.ge
მედიის ადვოკატირების კოალიცია: მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა

მედიის ადვოკატირების კოალიცია: მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა

22/04/2025 09:14:02 პოლიტიკა, საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობის 100 დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კოალიცია აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა.

„დღეს ასი დღე შესრულდა, რაც მზია ამაღლობელი რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება.

მზია ამაღლობელის საქმეში „დაზარალებულ” პოლიციელებს მხარდამჭერად ცრუ მოწმეები და გაყალბებული ვიდეომასალა მოჰყავთ.

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, საზოგადოებას დაუკარგოს რწმენა საერთო კეთილდღეობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის მიმართ.

საზოგადოება იდგება სიმართლის მხარეს, ისევე, როგორც მზია ამაღლობელი, რომელმაც, როგორც ჟურნალისტმა, სიმართლის ძიება და მისი გახმოვანება პროფესიად და ცხოვრების წესად აირჩია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S