22-04-2025 16:31:27 ეკონომიკა
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგარეო ვაჭრობის შესახებ 2025 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.
ამ მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.1% შეადგინა.
უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების სამეული ასეთია: ყირგიზეთი (298.6 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (176.2 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (140.3 მლნ. აშშ დოლარი).
მეოთხე ადგილზეა რუსეთი – 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობამ 642.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, რუსეთში ექსპორტი წელს 19.2%-ით შემცირდა და 129.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 11.8%-ით 512.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება იმპორტს, საქსტატის ცნობით, 2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 73.2% შეადგინა.
პირველ სამეულში შედიან: აშშ (654.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (587.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (512.9 მლნ. აშშ დოლარი).
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:
რაც შეეხება რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებულ საქონელს: