Accentnews.ge
"რუსეთმა განახორციელა თავხედური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას ისახავდა მიზნად"

"რუსეთმა განახორციელა თავხედური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას ისახავდა მიზნად"

03/03/2020 17:43:39 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნაცნობის სქემის გაგრძელებას წარმოადგენს".

ამის შესახებ თალაკვაძე გამოცემა "Morning Consult“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

,,შარშან, ოქტომბერში რუსეთმა განახორციელა თავხედური კიბერშეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტის შელახვას. ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს დახმარებით საქართველომ ახლახან დადო დასკვნა, რომ ამ შეტევის უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველო, იგივე გრუ - უწყება, რომელსაც ასევე ედება პასუხისმგებლობა 2015-2017 წლებში უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური ზიანის მომტანი კიბერშეტევის განხორციელებაზე. სასხელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ დაგმო ხსენებული თავდასხმა და განაცხადა, რომ „ეს მიუთითებს რუსეთის გრუ-ს სისტემატური კიბეროპერაციების სქემის უწყვეტ ხასიათზე". ჩემს ქვეყნაზე რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევა, რომელიც მიმართული იყო ონლაინ მომსახურების პროვაიდერების წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა სახელისუფლებლო და კერძო ვებგვერდების, მედიასაშუალებების და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის მუშაობის შეფერხება. ეს შეტევა წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ნაცნობი სქემის გაგრძელებას. ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ (1992 და 2008 წლებში) რუსეთი აგრძელებს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციას“, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას თალაკვაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S