Accentnews.ge
შვედეთი, ლიეტუვა, ნორვეგია, და ფინეთი ასეულობით საბრძოლო მანქანას ერთობლივად შეიძენენ

შვედეთი, ლიეტუვა, ნორვეგია, და ფინეთი ასეულობით საბრძოლო მანქანას ერთობლივად შეიძენენ

22/04/2025 13:53:42 ევროპა, მსოფლიო

შვედეთი ლიეტუვასთან, ნორვეგიასთან და ფინეთთან ერთად განიხილავს BAE Systems-ის CV90 ქვეითთა ​​საბრძოლო მანქანების კოორდინირებულ შეძენას. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა.

ლიეტუველ კოლეგასთან გინტაუტას პალუკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ქვეყნებმა განიხილეს "რამდენიმე ასეული" CV90-ის შეძენას.

„ერთობლივი შესყიდვები დააჩქარებს მიწოდებას, შეამცირებს ხარჯებს და სარგებელს მოუტანს ჩვენს სამხედრო- ინდუსტრიულ კავშირებს“, - თქვა კრისტერსონმა.

მისი თქმით, მხარეები ამ დროისთვის ამზადებენ განზრახვის შესახებ განცხადებას თანამშრომლობის თაობაზე.

CV90 იწარმოება ბრიტანული BAE Systems-ის შვედური შვილობილი კომპანიის მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S