Accentnews.ge
მოზარდების მკვლელობა: სააპელაციოს გადაწყვეტილება ცნობილია

მოზარდების მკვლელობა: სააპელაციოს გადაწყვეტილება ცნობილია

03/06/2019 08:35:33 სხვა, სამართალი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, მოსამართლეთა პალატამ ნაწილობრივ შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რამდენიმე წუთის წინ გამოცხადებული განაჩენით, გ.ჯ. დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირებთან ერთად.

რაც შეეხება გ.ბ.-ს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ბ.-ს მომაწილეობა არ მიუღია დავით სარალიძის მკვლელობაში. სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

როგორც დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა, ეს იყო პირველი ნაბიჯი სამართლიანობისკენ. 

"არავის არაფერს შევარჩენ, ბრძოლა გრძელდება! ყველას მოვუწოდებ, ჩემს ოჯახს პოლიტიკურ სპეკულაციებში ნუ ჩართავენ, რადგან ჩემზე უკეთ არავინ იცის, როგორ უნდა დავიცვა შვილი",– განაცხადა სარალიძემ. 

ამდენად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, დავით სარალიძის მკვლელები სრულად ისევ არ არის გამოვლენილები. 

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრუწლოვანი - გ.ჯ. და გ.ბ. არის მსჯავრდებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გ.ჯ. ცნობილ იქნა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გ.ბ. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურა გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობას ითხოვდა. გ.ჯ.-ს ადვოკატები მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვდნენ, კერძოდ, კი, გ.ჯ.-ს დავით სარალიძის სხეულის განზრახ დაზიანებაში დამნაშავედ ცნობას, გ.ბ.-ს შემთხვევაში კი, მის სრულად გამართლებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S