Accentnews.ge
ოდესაზე, ხარკოვსა და პოლტავაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

ოდესაზე, ხარკოვსა და პოლტავაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

23/04/2025 05:33:08 მსოფლიო

ოდესაზე, ხარკოვსა და პოლტავაზე რუსული დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, 23 აპრილს შუაღამის შემდეგ ოდესაში ხანძარი გაუჩნდა სახლებს და კერძო საწარმოების შენობებს. კონკრეტულად რომელ საწარმოებს, სამსახური არ აკონკრეტებს.

წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ორი ადამიანი. ხანძრების ლიკვიდაციაში მაშველებთან ერთად მონაწილეობდნენ მოხალისეები და ეროვნული გვარდიის ჯგუფები.

ხარკოვის მერ იჰორ ტერეხოვის ინფორმაციით, დრონებით ექვსი დარტყმა იყო ქალაქის ნოვობავარის რაიონზე. მისი თქმით, შეტევამ მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.

უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან პოლტავიდანაც. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილის შვიდი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დაზიანებულია სახლები, სამოქალაქო საწარმოები და საწყობები. დაშავდა სამი ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S