
ზურაბიშვილი: რეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია
23/04/2025 11:47:25 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ რეჟიმის მიზანია, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია" და გაიზარდოს იზოლაცია.
ის მოქალაქეებს ურჩევს, "ამ საკითხზე პროპაგანდას" არ უნდა მოუსმინონ.
"ვიზალიბერალიზაციის თემა ორი მხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, აღარაფერი დაგრჩებათ და გამოყენებულია საზოგადოებაზე მორალური წნეხი. მაგრამ, მთავარი რაც არის, ეს კამპანია არ მოდის არც ბრიუსელიდან, არც რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია.
ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც წუხან და შეჩერება სურთ, არა, ეს მოყვება მათ მოქმედებებს. ხან ყოველდღიურად ლანძღავენ ევროპის დედაქალაქებს, აქაურ ელჩებს, მუქარის ტონით ესაუბრებიან. ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის 28 ნოემბერს და მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია.
[...] არანაირად ევროპა არ სჯის საზოგადოებას. გავიხსენოთ ის, რომ კან დიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს, რადგან ევროპამ დაინახა, რამდენად იყო ქართული საზოგადოება მონდომებული და იცაცვდა კბილებით ევროპული ინტეგრაციის გზას. საზოგადოების მიმართ არანაირად არ არის სურვილი შეწყდეს ის შეღავათები, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს ყველა მხრივ, ყველა გზით საქართველოს პარტნიორებისგან ჩამოშორებას, ქვეყნის იზოლაციას, ამაზე არის პასუხისმგებლობა ივანიშვილის და იმ კლანის, რომელიც მართავს ამ ქვეყანას რუსული წესებით. ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოუსმინოთ",- თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.