უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ზეწოლა მოსკოვზე უნდა იყოს და არა კიევზე"

24-04-2025 12:16:29 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა უკრაინის რეგიონებსა და დედაქალაქ კიევზე რუსეთის მორიგ მასირებულ შეტევას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ზეწოლა მოსკოვზე უნდა იყოს და არა კიევზე".

მისი თქმით, "რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობის შემაფერხებელი ის არის და არა უკრაინა".

როგორც მან აღნიშნა, რუსეთმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიზანში ამოიღო სამოქალაქო მოსახლეობა კიევში და სხვა რაიონებში.

"პუტინის მოქმედებები აჩვენებს, რომ ის პატივს არ სცემს მშვიდობის დამყარების ძალისხმევას და მხოლოდ ომის გაგრძელება სურს, ამიტომ სისუსტე და დათმობები ტერორს და აგრესიას ვერ შეაჩერებს და მხოლოდ ძალა და ზეწოლაა საჭირო", – აცხადებს მინისტრი.

24 აპრილს რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

კიევში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა. მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ უკრაინის ათამდე რეგიონშიც. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

News

Other news