
ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციას 20 მლნ ევროთი დააფინანსებს
25/04/2025 06:31:48 მსოფლიო
ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციას 20 მლნ ევროთი დააფინანსებს.
ბლოკის მიერ 24 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით, მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად „ევროპული მშვიდობის ფონდიდან“(EPF) გამოყოფილი თანხა განკუთვნილია საჰაერო თავდაცვის მოკლე რადიუსის რაკეტებისა და გამშვები დანადგარების შესაძენად.
მანამდე, 7 აპრილს ევროკავშირმა დაამტკიცა ფონდიდან 40 მილიონი ევროს გამოყოფა მოლდოვის ქვეითი ჯარების მობილობის მხარდასაჭერად და საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებული კონტროლის გასაძლიერებლად.
კალასის ინფორმაციით, 2025 წელს მოლდოვა „ევროპული მშვიდობის ფონდიდან“ მიიღებს, საერთო ჯამში, 60 მილიონ ევროს, 2021 წლიდან გაწეული დახმარება კი თითქმის 200 მილიონს მიაღწევს.
ცნობისთვის: ევროკავშირი წევრობის კანდიდატ მოლდოვას დახმარებას უწევს გასამკლავებლად იმ პრობლემებთან, რომლებსაც უკრაინის მეზობელი ქვეყანა აწყდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან რუსული დრონები მოლდოვის ტერიტორიაზე არაერთხელ აღმოჩნდნენ.