
დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან: "დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვია"
25/04/2025 06:39:00 მსოფლიო
დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის განცხადებით, "მომხდარის შედეგად 3 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა და 8 პირი დაშავდა".
„აგრესორის თავდასხმის შედეგად სინელნიკოვსკისა და სამაროვსკის რაიონებში მდებარე საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ხანძარი გაჩნდა პავლოგრადშიც, კერძოდ მრავალსართულიან შენობაში“, - წერს ლისაკი ტელეგრამ–არხზე.
მისი ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოლქის ტერიტორიაზე 11 რუსული დრონი ჩამოაგდეს.