CIA-ს მაღალჩინოსნის შვილი რუსეთის მხარეს იბრძოდა და დაიღუპა

25-04-2025 21:35:28 მსოფლიო

21 წლის მაიკლ გლოსი, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მაღალჩინოსნის, ჯულიან გალინა გლოსის ვაჟი, 2024 წლის აპრილში უკრაინაში დაიღუპა რუსეთის არმიის მხარეს ბრძოლის დროს. ამის შესახებ რუსული გამოცემა "Важные истории" წერს.

ჯულიან გლოსი 2024 წლის 7 თებერვალს CIA-ს ციფრული ინოვაციების დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მაიკლ გლოსი აშშ-ში ჰუმანიტარულ კოლეჯში ადამიანებისა და გარემოს ურთიერთქმედების მიმართულებით სწავლობდა. 2023 წელს მან ჯერ კოლეჯი, შემდეგ კი აშშ დატოვა. ჯერ იტალიაში ცხოვრობდა, შემდეგ ისრაელში, საიდანაც დეპორტით გააძევეს. ამის შემდეგ მან, რამდენიმე თვე თურქეთში გაატარა. 2023 წლის 13 აგვისტოს რუსეთში საქართველო-რუსეთის საზღვრის გავლით ჩავიდა და მალევე ჩაეწერა რუსეთის არმიაში - მას რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.

ოჯახის ცნობით, მაიკლ გლოსი 4 აპრილს გარდაიცვალა, თუმცა, მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია.

მაიკლ გლოსის დედა, ჯულიანა გალინა CIA-ს ციფრულ ინოვაციებში დირექტორის მოადგილის პოსტზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწინაურდა. გლოსის მამა, ლარი გლოსი აშშ-ს საზღვაო ძალების ვეტერანი და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Security Information Systems-ის დირექტორია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები