26-04-2025 10:11:54 ევროპა
ესტონეთის მთავრობამ თავდაცვის ხარჯვის გასაზრდელად მრავალმილიარდიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-ს გადააჭარბებს.
ესტონეთმა დაამტკიცა ოთხწლიანი დამატებითი თავდაცვის დაფინანსების გეგმა, რომელიც 2.8 მილიარდ ევროს შეადგენს და მიზნად ისახავს ნატოს შესაძლებლობების სტანდარტების დაკმაყოფილებას. ახალი ხარჯები ბალტიისპირეთს საშუალოდ 5.4%-იან თავდაცვით დანახარჯზე აიყვანს მშპ-სთან მიმართებით 2029 წლამდე, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა დაახლოებით 3.4%-იან მაჩვენებელს.
"ესტონეთის ეროვნული თავდაცვისთვის ისტორიული გადაწყვეტილება მივიღეთ. ესტონეთს თავდაცვისთვის ერთ წელიწადში ამდენი დამატებითი თანხა თავდაცვაზე არასდროს გამოუყვია. უკვე მომავალ წელს თავდაცვის ხარჯები მშპ-ს დაახლოებით 5.4%-ს მიაღწევს - ანუ ერთ წელიწადში 2%-ზე მეტით მოიმატებს და ამ დონეზე დიდი ხნით დარჩება" - თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა
გეგმა საშუალო მანძილის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, დამატებით საინჟინრო ქვედანაყოფებისა და შორ მანძილზე სადაზვერვო ბატალიონების ჩამოყალიბებას, შორ მანძილზე საიერიშო შესაძლებლობების გაზრდას და სხვა ინიციატივებს გულისხმობს.