Accentnews.ge
"შეთანხმების მიღწევა საარჩევნო სისტემის თაობაზე საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძლიერი გზავნილი იქნება"

"შეთანხმების მიღწევა საარჩევნო სისტემის თაობაზე საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძლიერი გზავნილი იქნება"

04/03/2020 07:11:24 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის ირგვლივ შეთანხმების მიღწევა საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძლიერი გზავნილი იქნება.

„მოლაპარაკებების შედეგი ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუ დიალოგის პროცესში წარმატება იქნება მიღწეული, ეს ძალიან ძლიერი მესიჯი იქნება საქართველოს მხრიდან ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ გარემოში რაღაც იცვლება. ვფიქრობ, არის შესაძლებლობა, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას და ამაზე ჩვენ ვმუშაობთ“,-განაცხადა ჰარცელმა.

კითხვაზე, რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი, თუ დიალოგის ფარგლებში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ელჩმა განაცხადა, რომ „ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა ჩვენ [ევროკავშირი], ისევე, როგორც ყველა, შევაჯამებთ დიალოგის შედეგებს და შემდეგ ცხოვრება გაგრძელდება".

"ჩვენ შევდივართ საარჩევნო წელიწადში და ევროკავშირიც და სხვა პარტნიორებიც ყურადღებით დავაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ამის მერე რა იქნება, რთული სათქმელია" - დასძინა მან.

ცნობისთვის: ახალი საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ინიცირებისთვის 1 კვირა რჩება. საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული.

3 მარტს აშშ–ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოსავლის პოვნისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა: „თუ საარჩევნო სისტემის თაობაზე პროგრესს ვერ ვიხილავთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ის, რასაც გავაკეთებთ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S