Accentnews.ge
KGEU: სასაზღვრო პუნქტებზე, მომსახურეობის აფეროში ყაზახეთის მოქალაქეებისადმი  არაკორექტული მოპყრობა გახშირდა

KGEU: სასაზღვრო პუნქტებზე, მომსახურეობის აფეროში ყაზახეთის მოქალაქეებისადმი  არაკორექტული მოპყრობა გახშირდა

26/04/2025 15:41:49 პოლიტიკა, საზოგადოება

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ (KGEU) იუწყება, რომ 2024-25 წლებში საქართველოში ყაზახეთის მოქალაქეებისადმი არაკორექტული მოპყრობის შემთხვევებმა „მნიშვნელოვნად იმატა“, მათ შორის, სასაზღვრო პუნქტებზე.

"2024-2025 წლებში გახშირდა არაკორექტული მოპყრობა ყაზახი ტურისტებისადმი, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა მომსახურების სფეროში. ყაზახები არასათანადო და შეურაცხმყოფელ ქცევას აწყდებიან სხვადასხვა სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ყოველდღიური კონტაქტი უწევთ ადგილობრივებთან",- აცხადებს ორგანიზაცია და აზუსტებს:

  • კვების ობიექტებში,
  • საფინანსო დაწესებულებებში,
  • სამარშრუტო ტაქსებში,
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

"ამასთანავე, სასაზღვრო პუნქტებზე მკვეთრად გაიზარდა იმ შემთხვევათა რაოდენობა, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები გაურკვეველი ან არაადეკვატური მიზეზით ვერ ახერხებენ ქვეყანაში შემოსვლას. მესაზღვრეების მხრიდან შეინიშნება ღირსების შემლახავი და არაკორექტული გამოკითხვის პრაქტიკაც. ეს ყოველივე იწვევს პროტესტს როგორც ჩვენი წევრი ორგანიზაციების თანამშრომლებისგან, ისე კერძო პირებისა და ფართო საზოგადოებიდან. მსგავსი სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტების სიმრავლეზე მიუთითებს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ორგანიზაციის წევრების თანამშრომელთა მხრიდან დახმარების ხშირი თხოვნები, მრავლობითი პრეტენზიები კერძო პირებისგან და სოციალურ მედიაში გავრცელებული არაერთი სტატია თუ პოსტი, რომლებიც ყაზახეთის მოქალაქეების ნეგატიურ გამოცდილებას ასახავს".

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ 2006-2025 წლებში ყაზახეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაშთი საქართველოში 350 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს და ქმნის მნიშვნელოვან წილს ეკონომიკაში. 2024 წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა 6.5 მილიარდ დოლარს გასცდა, სადაც ყაზახეთში ექსპორტის წილმა 860 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 13%, რომლის 95%-ს ავტომანქანების ექსპორტი წარმოადგენდა.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ხაზს უსვამს, რომ მისი წევრები არიან საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი კომპანიები: „ჰალიკ ბანკი საქართველო", „რომპეტროლ საქართველო", „ბათუმის ნავთობის ტერმინალი", „კაპიტოლ მენეჯმენტი" და ა.შ...

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S