27-04-2025 10:56:12 ევროპა
პრეზიდენტ ზელენსკისთან ნაბიჯები განვიხილეთ, რომლებსაც უკრაინა დგამს, რათა თავისი ადგილი დაიმსახუროს ჩვენს ოჯახში,- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე უკრაინის პრეზიდენტთან რომში შეხვედრის შემდეგ.
“ძვირფასო ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპა ყოველთვის უკრაინის გვერდით იდგება მშვიდობის მიღწევაში.
სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი მხარდაჭერის იმედი შეგიძლიათ გქონდეთ.
დღეს, ასევე განვიხილეთ ნაბიჯები, რომლებსაც უკრაინას დგამს, რათა თავისი ადგილი დაიმსახუროს ჩვენს ოჯახში,” - წერს ფონ დერ ლაიენი.