Accentnews.ge
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

27/04/2025 16:55:55 საზოგადოება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია.

საქართველოს ვაჟთა და ქალთა შერეულმა გუნდმა მონტენეგროში გამართული შეჯიბრების ფინალში იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხა.

ფინალში თავიანთი შეხვედრები მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა მოიგეს, ხოლო ლუკა მაისურაძე, სოფიო სომხიშვილი და მიხეილ ბახბახიშვილი დამარცხდნენ.

ანგარიშზე 3:3, შემთხვევითობის პრინციპით, ოქროს ქულამდე დამატებითი შეხვედრა დაინიშნა, რომელშიც სოფიო სომხიშვილმა ასია ტავანო დაამარცხა და ჩვენმა გუნდმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე საქართველოს შერეულმა ნაკრებმა აზერბაიჯანს (4:0), ავსტრიასა (4:1) და გერმანიას (4:0) მოუგო.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ოთხი მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე გახდნენ, ხოლო ვერცხლის მედლების მფლობელები ეთერ ლიპარტელიანი და ტატო გრიგალაშვილი გახდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S