Accentnews.ge
გორში, სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, მოკლულია ახალგაზრდა კაცი

გორში, სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, მოკლულია ახალგაზრდა კაცი

28/04/2025 08:15:01 საზოგადოება

გორში, სავაჭრო ცენტრ „გალერეაში“ სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ გახსნა. სროლის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მამა კი დაიჭრა. იგი ჰოსპიტალიზებულია. ექიმების განცხადებით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ინტერპრესნიუსი“ თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, „გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ, ერთმანეთთან კონფლიქტი კი სარეალიზაციო პროდუქციაზე მოუვიდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 50 წლის პირი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული ს.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს, მამა-შვილს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად 1993 წელს დაბადებული გ.ც. ადგილზე დაიღუპა, ხოლო 1970 წელს დაბადებული დ.ც. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული, ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს–ს მერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S