28-04-2025 22:19:17 მსოფლიო
პაკისტანის თავდაცვის მინისტრი ჰავაჯა მუჰამად ასიფი აცხადებს, რომ პაკისტანის ტერიტორიაზე ინდოეთის შეჭრა გარდაუვალია,- წერს Reuters.
ორ ბირთვულ ქვეყანას ურთიერთობა ინდოეთში, ქაშმირის რეგიონში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაიძაბა - ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი.
"გავაძლიერეთ ჩვენი ძალები... ამ სიტუაციაში გარკვეული სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო, ამიტომ ეს გადაწყვეტილებები მიღებულია“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა გამოცემას.
მინისტრის თქმით, ინდოეთის რიტორიკა მწვავდება და რომ პაკისტანის სამხედროებმა მთავრობას ინდოეთის თავდასხმის შესაძლებლობის შესახებ აცნობეს. მან არ დააკონკრეტა, თუ რატომ თვლის, რომ შეჭრა გარდაუვალია.
ინდოეთს კომენტარი არ გაუკეთებია.
ქაშმირში თავდასხმის შემდეგ, ინდოეთმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი მებრძოლებიდან ორი პაკისტანელი იყო. ისლამაბადმა უარყო ნებისმიერი მონაწილეობა და ნეიტრალური გამოძიებისკენ მოუწოდა.