სიბიგა: თუ რუსეთს მართლა სურს მშვიდობა, შეწყვიტოს ცეცხლი დაუყოვნებლივ

28-04-2025 22:22:19 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა ვლადიმირ პუტინის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

"თუ რუსეთს მართლა სურს მშვიდობა, შეწყვიტოს ცეცხლი დაუყოვნებლივ.

რა საჭიროა 8 მაისამდე მოცდა? თუ უკვე ცეცხლის შეწყვეტა და სიჩუმის ნებისმიერი 30 დღით შენარჩუნება შესაძლებელია – ეს იქნება რეალური ნაბიჯი და არა აღლუმთან დაკავშირებული ჟესტი". – წერს სოციალურ ქსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, უკრაინა მზად არის მინიმუმ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის.

ვლადიმირ პუტინმა 8-დან 11 მაისამდე "ცეცხლის შეწყვეტა" გამოაცხადა.

რუსეთმა აღდგომის დღეებშიც გამოაცხადა, თუმცა უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ალექსანდრ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსებმა "სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტა" 30 საათის განმავლობაში 2935-ჯერ დაარღვიეს.

Новости

Другие новости