
გეგუჩაძე: ჩემს სახლსაც ჩხრეკენ ისე, რომ არც მე მიშვებენ და არც ადვოკატს
29/04/2025 08:11:08 პოლიტიკა, საზოგადოება
პროკურატურის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს სამოქალაქო აქტივისტის, „სირცხვილიას“ ყოფილი წევრის, მარიამ გეგუჩაძის ბინაშიც. გეგუჩაძე ჟურნალისტისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილია.
"ჩემს სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს ისე, რომ არც მე ვარ და არც ადვოკატი. მარტო ისინი არიან და მეუბნებიან, რომ მორჩება, შენს სახლში მერე შეხვალო. ვითხოვ, ჩემს სახლში შევიდე მაშინ, როცა ჩხრეკა მიმდინარეობს. ოღონდ, აქ მე არც ვცხოვრობ, ბიძაჩემი ცხოვრობს, უბრალოდ, ჩემს სახელზეა.
როგორც ჩანს, იმიტომ, რომ ორგანიზაცია სირცხვილიაზე ცალკე არის საქმე აძღრული, ჩემს სახლშიც შევიდნენ. იმ სირცხვილიაზე, რომელიც არ ფუნქციონირებს და ანგარიში დააყადაღეს, რომელიც უბრალოდ არ არსებობდა. ჩემს სახლშია ჩხრეკა, სადაც არც მე და არც ჩემს ადვოკატს არ გვიშვებენ". - თქვა გეგუჩაძემ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021