
ცქიტიშვილი: ავტობუსიდან ჩამომიყვანეს, პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში
29/04/2025 08:34:08 პოლიტიკა, საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის თქმით, პროკურატურის თანამშრომლებმა მასთან მიმართებით 29 აპრილს ორი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს - ჯერ პირადი ჩხრეკის მიზნით ავტობუსიდან ჩამოიყვანეს, ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და ქუჩაში გააცნეს მისი სახლის ჩხრეკის თაობაზე მოსამართლის განჩინება.
„8 საათზე გამოვედი სახლიდან, მივდიოდი ოფისში, ავედი ავტობუსში - ცოტა მეჩქარებოდა, ავტობუსზე რომ არ დამეგვიანა - სავარაუდოდ, გამომყვნენ სირბილით, ამოვიდნენ ავტობუსში და ავტობუსიდან ჩამომიყვანეს. პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქუჩაში.
გამაცნეს განჩინება მოსამართლის. შემდეგ, ამ ჩხრეკის პროცედურის დასრულების შემდეგ, ამოიღეს მობილური ტელეფონი და გამაცნეს მეორე განჩინება, რომელიც ეხებოდა სახლის ჩხრეკას. აქვე, გაჩერებიდან მოვედით და სახლიც ამის შემდეგ გაჩხრიკეს [...] მთლიანად ის საქმე, რაც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წინააღმდეგ დაიწყეს, უკანონოა. მე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარ და სავარაუდოდ, სწორედ ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ეს რეპრესიები",- უთხრა მედიას ალეკო ცქიტიშვილმა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021