
პრეზიდენტს პარლამენტთან აქციით ხვდებიან
04/03/2020 10:01:28 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც პარლამენტში წლიური მოხსენებით ცოტა ხანში წარსდგება, საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციით ხვდებიან.
სამოქალაქო მოძრაობების "შეცვალე", "გაბედე" და "სირცხვილია" წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ქვეყანაში ნომინალური ფიგურაა.
ერთ–ერთი დემონსტრანტი ცნობილი ფრანგული ფილმიდან "სათამაშო" მელოდიას უკრავს.
"სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დაკრულზე მოცეკვავე პრეზიდენტია", – განმარტავს აქციის მონაწილე.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატები, ასევე ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პრეზიდენტის გამოსვლას არ დაესწრებიან.
პრეზიდენტის რანგში პირველი ყოველწლიური ანგარიშით სალომე ზურაბიშვილი 2019 წლის 6 მარტს წარსდგა. "ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროტესტის ნიშნად არც იმ სხდომას დასწრებიან.