
რუსეთის სიახლოვეს ნატო–ს მასშტაბური სწავლება დაიწყო
03/06/2019 10:08:00 სხვა, მსოფლიო
დღეს პოლონეთში ნატო-ს სწავლება „Tobruq Legacy-19“ იწყება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი 19 სახელმწიფოს სამხედროები დაამუშავებენ ერთობლივ მოქმედებებს რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში, - ამის შესახებ BBC იუწყება.
სწავლება მიმდინარეობს რუსეთის (კალინინგრადის ოლქის) საზღვრიდან 60 კილომეტრში, რაც მოსკოვის ჩვეულ გაღიზიანებას იწვევს. პოლონეთის გარდა ნატო კიდევ რამდენიმე სწავლებას ატარებს ცენტრალურ ევროპაში: ლატვიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთში და ბალტიის ზღვაზე. სწავლებები მიმართულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ.