
ზელენსკი – რუსეთზე: ისინი ღელავენ, რომ აღლუმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორადაც ღელავენ
30/04/2025 06:10:37 მსოფლიო
"მნიშვნელოვანია შემდგომშიც ვიქონიოთ ზეგავლენა რუსეთის გავლენის ქსელებზე, აგრეთვე მის წარმოებასა და სავაჭრო ოპერაციებზე. ვცდილობთ, უკრაინის სანქციების მაქსიმალური სინქრონიზება მოვახდინოთ ევროპის ყველა სანქციასთან, რომ ეს იყოს საერთო პოზიცია და უკვე გვაქვს კარგი შედეგები. კერძოდ, რუსეთის დახურულ საწარმოებზე, რომლებიც მათ „თავდაცვაზე“ მუშაობს. ვემზადებით ახალ სასანქციო ნაბიჯებზე ამერიკასთან სალაპარაკოდ - ვარჩევთ რუსეთის ზუსტად იმ მტკივნეულ წერტილებს, რომლებიც ყველაზე მეტად უბიძგებს მოსკოვს დიპლომატიისკენ. [...] მათ [რუსეთმა] უნდა გადადგან მკაფიო ნაბიჯები ომის დასრულებისკენ და ჩვენ მოვითხოვთ, რომ ახალი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის უპირობო და სრული შეწყვეტა. რუსეთმა ეს უნდა გააკეთოს. ახლა ისინი ღელავენ, რომ აღლუმი [9 მაისის აღლუმი] კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სწორადაც ღელავენ. თუმცა უნდა იღელვონ იმაზე, რომ ეს ომი გრძელდება. მათ უნდა დაასრულონ ომი", – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 9 მაისის აღნიშვნის დროს „ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერების“ გადაწყვეტილების შესახებ აცხადებს. ცეცხლის შეწყვეტის დაწყების დროდ ცხადდება 8 მაისის 00:00 საათი, დასრულების დროდ - 11 მაისის 00:00 საათი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021