
"ევროკავშირი საკუთარი კრიზისის ფონზე ჯერ ვერ ყალიბდება, რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინს"
04/03/2020 10:38:12 საშინაო პოლიტიკა
"ევროკავშირი საკუთარი კრიზისის ფონზე ჯერ ვერ ყალიბდება, რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის დროს განაცხადა.
"დღევანდელი ევროკავშირი, ბრექსითისა და გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდეგ, აღარ არის და აღარ იქნება ისეთივე ევროკავშირი, როგორიც, თუნდაც, სულ რამდენიმე წლის წინ იყო - როცა საქართველო შეუდგა პარტნიორობისა და ასოცირების გზას. ევროკავშირი, საკუთარი კრიზისის ფონზე, ჯერ ვერ ყალიბდება, თუ რა ფორმა მისცეს მომავალ ურთიერთობებს თავის უახლოეს მეზობლებთან (კანდიდატ თუ ასოცირებულ ქვეყნებთან), რომლებიც გაწევრიანებისკენ ილტვიან; რა ფორმით უპასუხოს ჩვენს მოლოდინებს; როგორ არ შეაჩეროს ძრავა, რომელმაც, გაფართოების პოლიტიკის სახით, ყველაზე დიდი გამარჯვება მოუტანა თვით ევროპას და მის ახალ წევრები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.