Accentnews.ge
უნგრეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლას მხარი დაუჭირა

30/04/2025 06:25:14 მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დატოვებას მხარი დაუჭირა. უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

პარლამენტში 29 აპრილს ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ უარი თქვეს იყვნენ ნაწილი „პოლიტიზებული ინსტიტუციისა, რომელმაც დაკარგა მიუკერძოებლობა და ნდობა“.

3 აპრილს უნგრეთში ვიზიტით იმყოფებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული.

უნგრეთი, როგორც რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა, რომელიც ამ საერთაშორისო დოკუმენტის საფუძველზე მოქმედი ICC-ის იურისდიქციას აღიარებს, ვალდებული იყო ნეთანიაჰუ დაეპატიმრებინა.

თუმცა ჯერ კიდევ 2024 წლის შემოდგომაზე, როცა სისხლის სამართლის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გასცა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აღმაშფოთებელია და ისრაელის პრემიერი ბუდაპეშტში მიიწვია.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, რომელიც ჰააგაში მდებარეობს, 2024 წლის 21 ნოემბერს გასცა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები.

ნეთანიაჰუ და გალანტი ეჭვმიტანილი არიან ღაზას სექტორში "სამხედრო ოპერაციისას ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში". ისრაელის მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას "აბსურდული და ანტისემიტური" უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S