Accentnews.ge
თოდუას კლინიკა: ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია

თოდუას კლინიკა: ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია

30/04/2025 06:33:28 საზოგადოება

თოდუას კლინიკის ცნობით, აგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო კლინიკაში დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია.

"ამ დროისთვის კლინიკაში მოთავსებული არც ერთი პაციენტისა და მედპერსონალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამედიცინო გუნდი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს ზრუნვას სტაციონარში მყოფი თითოეული პაციენტის საჭიროებებზე.

ე.წ " ვაგზლის ბაზრობის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო დღეს ამბულატორიული პაციენტების მიღება შეჩერებულია, რაც ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაკვამლიანებით არის გამოწვეული.

„თოდუას კლინიკა“ აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის უსაფრთხოების სისტემებით, რაც უზრუნველყოფს შიდა სივრცეებში დაკვამლიანების თავიდან აცილებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ყველა შესაბამისი სამუშაო, რომელიც განსაზღვრულია უსაფრთხოების პროტოკოლით.

ვაგრძელებთ ზრუნვას კლინიკაში მოთავსებული სტაციონარული პაციენტების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.

საჭიროების შემთხვევაში შეუფერხებლად მოგემსახურებათ "თოდუას კლინიკის" დიღმის და ვერის ფილიალები", – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

"მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია", – განაცხადა სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S