
ჰელსიკორი: პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ
30/04/2025 06:39:42 საზოგადოება
თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო განცხადება გაავრცელა კლინიკა ჰელსიკორის ადმინისტრაციამ.
"ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამო, კლინიკაში ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები, პაციენტები გადანაწილებულნი არიან თბილისის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებში და არიან უსაფრთხოდ.
კლინიკის ცხელი ხაზი: 574 060 533
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: 112
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ აქ და მყისიერად გიპასუხებთ", - აღნიშნულია "ჰელსიკორის" განცხადებაში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
"მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია", – განაცხადა სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.
როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. მათივე ინფორმაციით, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021