
სირსკი: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტებმა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა გააძლიერეს
30/04/2025 11:06:16 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტებმა სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა გააძლიერეს.
„მაისის დღესასწაულების დროს ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნის შესახებ გაკეთებული ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ოკუპანტებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა, განსაკუთრებით პოკროვსკის მიმართულებით“, - განაცხადა ალექსანდრ სირსკიმ.
მისი თქმით, რუსული ძალები უკრაინელთა დაცვის ხაზების გარღვევასა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიღწევას ცდილობენ.
„ამ მიზნით, რუსეთის სარდლობა ყოველდღიურად ახალ დანაყოფებსა და ჯარისკაცებს სიკვდილისთვის აგზავნის და მოჩვენებითი წარმატებების შესახებ აცხადებს“, - თქვა სირსკიმ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021