აშშ-მ უკრაინას სათადარიგო ნაწილებისთვის ჩამოწერილი F-16-ები გადასცა

01-05-2025 21:28:54 მსოფლიო

აშშ-მ უკრაინას სათადარიგო ნაწილებისთვის დაზიანებული F-16-ის ტიპის თვითმფრინავები ევროპის მიერ გადაცემული ამ საბრძოლო თვითმფრინავების მზარდი ფლოტის მხარდასაჭერად გადასცა. ინფორმაცია აშშ-ის საჰაერო ძალებმა TMZ-ს დაუდასტურა მას შემდეგ, რაც არიზონაში ნაწილობრივ დაშლილი F-16-ების უკრაინულ An-124 სატრანსპორტო თვითმფრინავში ჩატვირთვა დაფიქსირდა.

საჯაროდ ხემისაწვდომმა ფრენის რადარებმა აჩვენეს, რომ თვითმფრინავი პოლონეთისკენ გაფრინდა.

TMZ წერს, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების წარმომადგენლის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინის მიერ მიღებული ევროპული F-16-ების ტექნიკურ მხარდაჭერას ახორციელებს. კერძოდ, გზავნის ბრძოლისთვის გამოუსადეგარ F-16-ებს, რომლებიც სათადარიგო ნაწილებად გამოიყენება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები