Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი მასირებული შეტევა მიიტანა

02/05/2025 07:13:44 მსოფლიო

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით მორიგი შეტევა მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე მასირებული შეტევისთვის 150 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეში სულ მცირე 29 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. უკრაინის რკინიგზის ცნობით, ზაპოროჟიეში დრონებით დარტყმა იყო ელექტრომატარებლების სარემონტო ქარხანაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. ადმინისტრაციის თანახმად, ქარხნის თანამშრომლები არ დაშავებულან, რადგან საჰაერო განგაშის გამო თავშესაფარში იმყოფებოდნენ.

დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა სლავიანსკის რაიონში. დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა ორ საწარმოში.

სარდლობის ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში ჩამოაგდეს 64 ე.წ. დამრტყმელი დრონი, 62 უპილოტო-იმიტატორი კი ლიკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S