Accentnews.ge
მედია: აზერბაიჯანში გაერო-ს განვითარების პროგრამა ოფისს ხურავს

მედია: აზერბაიჯანში გაერო-ს განვითარების პროგრამა ოფისს ხურავს

02/05/2025 12:29:04 კავკასია

გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) აზერბაიჯანში ოფისს ხურავს,- ამის შესახებ „ტრენდი“ ორგანიზაციაში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

ორგანიზაციაში მედიასაშუალებას განუცხადეს, რომ ბაქოში გაერო-ს განვითარების პროგრამის ოფისი ხვალიდან იხურება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა მარტში გაერო-ს განვითარების კოორდინაციის ოფისის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამიერიდან აზერბაიჯანის ურთიერთობა გაერო-ს რიგ სტრუქტურებთან მათი შტაბ-ბინების დონეზე განხორციელდება.

როგორც აზერბაიჯანული მხარე აღნიშნავს, "იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანი დახმარების მიმღები ქვეყნიდან გლობალური დღის წესრიგის ხელშემწყობ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, პრიორიტეტული იქნება თანამშრომლობა გაერო-ს ისეთ სტრუქტურებთან, როგორებიცაა გაერო-ს დასახლებების პროგრამა, გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამა, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის სამდივნო და სხვა შესაბამისი ორგანიზაციები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S