
სალონიკში ქალი სავარაუდოდ, ბანკომატში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟების მცდელობისას დაიღუპა
03/05/2025 06:50:26 მსოფლიო
საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სალონიკში მომხდარი აფეთქების შედეგად 38 წლის ქალი დაიღუპა, – იუწყება Reuters საბერძნეთის პოლიციაზე დაყრდნობით.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, "როგორც ჩანს, ბანკომატში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟებას ცდილობდა, თუმცა რაღაც არასწორად წარიმართა და ასაფეთქებელი მას ხელში აუფეთქდა".
პოლიციის ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.