Accentnews.ge
თეთნულდთან 3 ტურისტი დაიღუპა

თეთნულდთან 3 ტურისტი დაიღუპა

04/03/2020 12:04:50 რეგიონები

თეთნულდთან 3 ტურისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "მთის კურორტების განვითარების კომპანია" ავრცელებს.

"იტალიელი ტურისტების ათკაციანი ჯგუფი თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში სრიალებდა, რის შედეგადაც ზვავი მოწყდა. სტიქიას გადაურჩა ოთხი ადამიანი, ხოლო დარჩენილი ექვსი ზვავმა მოიყოლა. სამაშველო სამსახურმა მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა. ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. სამწუხაროდ, დარჩენილი 3 ადამიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მაშველებმა ისინი გარდაცვლილები იპოვეს" - ნათქვამია ინფორმაციაში.

"მთის კურორტების განვითარების კომპანია" ყველას მიმართავს თხოვნით, არ გადავიდნენ აკრძალულ ტერიტორიაზე სასრიალოდ, დაემორჩილონ ადმინისტრაციასა და მომზადებულ სათხილამურო გზებზე მარკირებულ ნიშნებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S