Accentnews.ge
დვინიანინი: ”ექსტრემისტები აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პიკეტირებას გეგმავდნენ”

დვინიანინი: ”ექსტრემისტები აფხაზეთში რუსეთის საელჩოს პიკეტირებას გეგმავდნენ”

04/03/2020 12:57:44 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩის ალექსეი დვინიანინის განცხადებით, “გუშინ რუსეთის ფედერაციის დიპლომატიური წარმომადგენლობის პიკეტირებას აფხაზეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენელი ექსტრემისტები გეგმავდნენ”. ამის შესახებ მან დღეს დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბასთან შეხვედრაზე განაცხადა.

«მე გადავცემ თქვენს შეშფოთებას რუსეთის ფერედაციის ხელმძღვანელობას და, ბუნებრივია, გავერკვევით ფაქტებში – აბსოლუტურად ცრუ და ფალსიფიცირებულში, რომელსაც მასმედია ავრცელებს, თუ მსგავს ფაქტებს მართლაც ჰქონდა ადგილი, თუ ეს არ იყო ფეიქები, როოგორიც, როგორც იცით, საკმარისზე მეტია, განსაკუთრებით - სოცქსელებში. ჩემის მხრივ, ასევე მსურს, გამოვთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ ვითომდა მოწამლვის ფაქტის საფარქვეშ ჩვენამდე მოაღწია ინფორმაციამ, რომ გუშინ აფხაზეთის სხვადასხვა პოლიტიკური წრეების წარმომადგენელი ექსტრემისტები რუსეთის ფედერაციის – აფხაზეთის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის საელჩოს პიკეტირებას გეგმავდნენ. ბუნებრივია, ჩვენ მსგავს რამეს კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ამდენად. მე სრულად ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას და პირობას გაძლევთ, რომ ამ ინფორმაციას მოსკოვს უმოკლეს ვადებში გადავცემ” – განაცხადა ე.წ. ელჩმა.

დღეს რუს დიპლომატთან შეხვდრაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ “რუსული მედიის ცნობები აფხაზეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ასლან ბჟანიას ხელმეორედ მოწამლვის შესახებ აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციას ემსახურება და ეს საკითხი რუსეთის პროკურატურის მიერ სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს განხილული იქნება, როგორც არამეგობრული ჟესტი და აფხაზეთის ხელისუფლება უფლებას იტოვებს, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი და აფხაზი ხალხი”.

“აფხაზეთის რესპუბლიკის ხელისუფლების მომართვა აუცილებლად გადაეცემა რუსეთის ხელმძღვანელობას”, - განაცხადა საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S